Powered by Jasper Roberts - Blog

17:18 17.05.2017
წალენჯიხის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

ჩხოროწყუში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის მონაწილეებმა, წალენჯიხის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ლუკავამ და მოადგილე თენგიზ ფიფიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს.


როგორც გამგეობის პარესამსახურში განმარტეს, უწყებაში მათი განცხადებები უკვე შევიდა, თუმცა, გამგებელს ჯერ ხელი არ მოუწერია, რადგან ის თბილისში იმყოფება.


ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში მომხდარი ავარიისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ერთ-ერთ ავტომობილში სწორედ გიორგი ლუკავა და თენგიზ ფიფია ისხდნენ. ლუკავა ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ფიფია კი მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge