Powered by Jasper Roberts - Blog

13:10 17.05.2017
უშუს ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება. 


ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
 ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. 14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინჩუნჩში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეჯიბრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩემპიონატი ტარდება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.

მნიშვნელოვანია , რომ ჩემპიონატი ხორციელდება პროექტის - „Check in Georgia" ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობასთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩომ უშუს ეროვნულ ფედერაციას ორი ძვირადღირებული საშეჯიბრო ხალიჩა გადასცა. 

 

იხილეთ ევროპის ჩემპიონატის პროგრამა

14 მაისი -09:00 სთ. დიდი დარბაზი -ვინჩუნის საჩვენებელი სტილებში შეჯიბრი. 
14 მაისი -09:00 სთ. პატარა დარბაზი -ვინჩუნის კონტაქტური შეჯიბრი.
15 მაისი -09:00 სთ. დიდი დარბაზი -ვინჩუნის სტილის საჩვენებელი იარაღიან სტილებში
15 მაისი -09:00 სთ. პატარა დარბაზი -ტუიშოუს სტილის კონტაქტური ორთაბრძოლები
16 მაისი- 09:00 -12:00 სთ. სააქტო დარბაზი - 09:00 კონგრესი. 
16 მაისი-19:00 სთ. დიდი დარბაზი. ოფიციალური გახსნა.
17,18,19,20 -09:00 სთ. მაისი დიდი დარბაზი. შეჯიბრი ტრადიციულ იარაღიან და უიარაღო უშუ კუნგფუს სტილებში.
17,18,19,20-09:00 სთ. მაისი პატარა დარბაზი. შეჯიბრი კონტაქტური ორთაბრძოლა უშუ ცინდაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge