Powered by Jasper Roberts - Blog

23:18 16.05.2017
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონების სოფლები გადაარჩინა

„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 82 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს. დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ აღნიშნული რაიონების თავზე შიდამასიური ღრუბლის წარმოქმნა დაფიქსირდა. „საერთო ფართობით 550 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 18 მმ იყო. 15:13 საათიდან 17:14 საათამდე ღრუბლის მასები 82 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა მხოლოდ სისტემის მოქმედების ზონის გარეთ, დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge