Powered by Jasper Roberts - Blog

13:35 13.05.2017
რატომ მოკლა მაკვანეთელმა ამავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის ცენტრში მოხდა. თანასოფლელმა 32 წლის კ.ვ ამავე სოფელში მცოვრები 44 წლის ზ.გ. სანადირო თოფით მოკლა. როგორც სოფლის მცხოვრებელები “გურია ნიუსთან“ ამბობენ, რამდენიმე დღის წინ მათ შორის შელაპარაკება მომხდარა.

 

“რამდენიმე დღის წინ სოფელში სუფრა იყო, სადაც უკამათიათ მანქანის ნაწილების გამო, რომელიც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. წუხელ კი კ.ვ. იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მას დაურეკავს ზ.გ-სთვის და უთხოვია, გამოდი, შემხვდი, შერიგება მინდაო. შეხვდნენ სოფლის ცენტრში ერთმანეთს და შემდეგ კ.წ-მ, ისევ შელაპარაკების ნიადაგზე, ზ.გ. თოფით მოკლა".

 

მაკვანეთის მცხოვრებელების თქმით, კ.ვ-მ ტელეფონით დაურეკა ვიღაცას და პოლიციამ, სწორედ ტელეფონის ზარის მიხედვით აიყვანა ის ცხელ კვალზე.

 

მომხდართან დაკავშირებით, შსს აცხადებენ, რომ საქმე გახსნილია და გამოძიება მიმდინარეობს სსკ.108 მუხლით, რაც განზრახ მკვლეობას გულიხმობს.

ავტორ(ებ)ი : gurianews.com