Powered by Jasper Roberts - Blog

16:31 10.05.2017
14 წლის ლიზა დგებუაძემ რომის მოდის კვირეულზე უცხოელი დიზაინერების ყურადღება მიიპყრო (ფოტოები)

2-დან 9 აპრილის ჩათვლით, იტალიის დედაქალაქ რომში, მოდის კვირეული ჩატარდა, რომელშიც, მონაწილეობა 12-მა ქართველმა მოდელმა მიიღო.

 

ჩვენებაზე წარმოდგენილ მოდელებს შორის, ერთ-ერთი მოთხოვნადი 14 წლის ლიზა დგებუაძე იყო, რომელმაც, უცხოელი დიზაინერების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

 

მოდის კვირეულზე, სადაც 130 დიზაინერის კოლექცია იყო წარმოდგენილი, დიზაინერთა უმეტესობამ ლიზასთან თანამშრომლობა არჩია და საკუთარი ნამუშევრები სწორედ მას მოარგო. ახალგაზრდა  მოდელის შესახებ, „ჯორჯიან თაიმსთან“ ლიზას დედამ, - მომღერალმა და რადიო ,,აფხაზეთის ხმის" წამყვანმა, - რუსა სერგიამ ისაუბრა:

 

 

 


„ლიზა სამოდელო სააგენტო   ,,New Stars models"-ის სახეა. მისი წარმატება ამ სააგენტოს დირექტორისა და ,,Roma Fashion week"-ის ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში სვეტლანა ოგანის დამსახურებაა. 


თავად რომის კვირეულზე 130 დიზაინერი და ძალიან ბევრი მოდელი მონაწილეობდა. როდესაც მოდელები სცენაზე დააყენეს, დიზაინერთა უმეტესობამ არჩევანი ჩვენს მოდელზე შეაჩერა. იმდენად დიდი იყო  მოთხოვნა ლიზაზე, დრო კი ცოტა, რომ მან ფაქტოფრივად 15 კაბის ჩაცმა ვერც მოასწრო. მიუხედავად ამისა, მან ბევრი დიზაინერის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა,რაც ამ ასაკისათვის  ძალიან დიდი წარმატებაა“, - განაცხადხა სერგიამ.


 

 

ლიზა ამჯერად სკოლაში სწავლილთ არის დაკავებული, სამოდელო კარიერას კი შემოდგომიდან გააგრძელებს.

 


„ლიზა მეცხრე კლასის მოსწავლეა. ასევე, მერვე წელია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სკოლის სტიპენდიანტი მოსწავლეა.  ჯერ-ჯერობით ის სწავლით არის დაკავებული და სამოდელო კარიერას შემოდგომიდან გააგრძელებს. მას ბევრი შემოთავაზება აქვს. მაგალითად, ბრიტანეთში ტარდება Miss Universe-ის მსგავსი კონკურსი, სადაც 14 წლიდან იღებენ მონაწილეობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ  ამ კონკურსისათვის ის ჯერ მაინც პატარაა“, - აღნიშნა რუსა სერგიამ.

 


ლიზა დგებუაძე ასევე „Mercedes-Benz Fashion week“ სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, სადაც ის კვლავ მოექცა ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში.

 


 

„ჯორჯიან თაიმსი“ ლიზა დგებუაძეს სამოდელო ასპარეზზე დიდ წარბატებას უსურვებს. 

 

/თინათინ დვალი/

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge