Powered by Jasper Roberts - Blog

15:59 09.05.2017
"პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო მოდის ინდუსტრიაში ნამდვილად ლიდერია"- ნინო იოსელიანი(ფოტოები)

4-დან 8 მაისის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მერსედეს ბენცის მოდის კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში  2017- 2018 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციები 42-მა ქართველმა და უცხოელმა დიზაინერმა წარმოადგინა.

წლევანდელი სეზონი გამოირჩეოდა ექსპოზიციებითა და შოუების მრავალფეროვნებით.

მოდის კვირეული 8 მაისს ბესარიონის ჩვენებით Hotel Rooms-ში დაიხურა. ჩვენებებს ორმოცდაათზე მეტი უცხოელი სტუმარი დაესწრო და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

 

ჟურნალ „OK“-ის მთავარმა რედაქტორმა - ნინო იოსელიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ წინა სეზონთან შედარებით წლევანდელი მოდის კვირეული ბევრად დახვეწილი იყო, როგორც ფერების, აგრეთვე სეზონური ტანსაცმლის მხრივაც.

ამასთანავე, იოსელიანმა განმარტა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უცხოელი ბაიერების თქმით, ლიდერია, მეტიც, მთავარი რედაქტორის განცადებით, აუცილებელია, რომ მოდის ინდუსტრია იქცეს ბიზნესად.

-         როგორ შეაფასებდით წლევანდელ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს? 

 

წლევანდელი მოდის კვირეული იყო ბევრად დახვეწილი იქიდან გამომდინარე, რომ წინა სეზონში რამდენიმე დიზაინერი არასეზონურ კოლექციებს ქმნიდა. თუ იყო გაზაფხული-ზაფხულის ნაცვლად შემოდგომა-ზამთარს  გვთავაზობდნენ. სეზონები ცოტათი არეული იყო, თუმცა ამ მოდის კვერეულში ყველა დიზანიერბმა „დაიცვა“ სეზონი. წინა სეზონს თუ შევადარებთ, ადრე შავი ფერები უფრო ჭარბობდა და არ იყო ის სიჭრელე,, რითაც ეს სეზონი გამოირჩევა.  პირიქით, წელს მეტი ფერადი და ბზნვარე ნაჭრები გამოიყენეს, აქედან გამომდინარე ბევრად მრავალფეროვანი იყო.


მიხარია, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია ვითარდება, რადგან თუ გვსურს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაიზარდოს, ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება და მეწარმეობა, რადგან, არც ნავთობი გაგვაჩნია და არც გაზი.  ნებისმიერ ბაიერს ან უცხოურ ჟურნალისტს რომ დაველაპარაკოთ ყველა გვეტყვის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო ამ სფეროში ნამდვილად ლიდერია. ჩვენი ამოცანა მოდის ინდუსტრიის  ბიზნესის კუთხით განვითარებაზე. დიზაინერებმა მთავრობისა და სახლმწიფოს დახმარებით ერთად უნდა განავითარონ ეს სფერო, რათა ჩამოვიყვანოთ მეტი ბაიერი. დიზაინრებმა უნდა აიღონ ბევრი შეკვეთა, სხვადასხვა ფაბრიკებში დაამზადონ. ეს გადაიქცევა სერიოზულ ბიზნესად და ქვეყნისთვის საინტერესო ინდუსტირად. როგორც მოგახსენეთ, ეს ინდუსტრია რომ განვითარდეს ამას სჭირდება როგორც გამოცდილი დიზაინერები, ასევე მთავრობის ხელშეწყობა.


-         რომელ დიზაინერს გამოარჩევდით ამ სეზონზე?

 

წელს გამოვარჩევდი თამუნა ინგოროყვას, ავთანდილს. ანუკისაც ახალგაზრდული და საინტერესო კოლექცია ჰქონდა.  დათუნას ბზინვარე ნაჭრებიც გამორჩეული იყო. კიდევ გამოვარჩევდი ლალო კარდიგანის კოლექციასაც.



-         სამომავლო პროექტები

 

Fashion Week-ის გარდა იქნება სხვადასხვა აქტივობები, რადგან რაც შეიძლება მეტი დიზაინერი გავიყვანოთ გარეთ, რომ სხვადასხვა შოურუმებსა და გამოფენებში მიიღონ მონაწიელობა. აუცილებელია უფრო განვავითაროთ ეს სფერო და მოფლიიოს გარშემო  ბევრს გავაცნოთ, რათა მათ თქვან, რომ ქართველი დიზაინერი ეს ხარისხს ,ბრენდს, გემოვნებას და საინტერესო ტანსაცმელს ნიშნავს.

 

 

მოდელმა ნინო ცქიტიშვილმა „ჯორჯიან თაიმსა“ განუმარტა, რომ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეული უკვე  მსოფლიო მოდის კალენდარშია, რაც ძალიან სასიხარულოა.

ცქიტიშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ წელს თამუნა ინგოროყვასა და ავთანდილის კოლექციებს გამოარჩევდა.


-         ვის გამოარჩევდით წლევანდელ მოდის კვირეულზე? 


პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი ძალიან მომწონს, იგი არა განვითარების, არამედ  აღმავლობის გზაზეა. ერთი სიტყვით, საოცარი პროექტია თავისი საოცარი ორგანიზატორებით. იგრძნობა ხარისხი და ძალიან კარგია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დამკვირდა და თბილისის მერსედეს ბენც მოდის კვირეული უკვე მსოფლიო მოდის კალენდარშია.


ჩემი ფავორიტი, რა თქმა უნდა, თამუნა ინგოროყვა იყო. არაჩვეულებრივი, დახვეწილი და ქალური კოლექციით. ასევე, გამოვყოფდი ავთანდილს.

 

-         ხომ არ იგეგმება თაკოს რამე ახალ პროექტში ჩართვა?

 


თაკო ამჟამად მილანში იმყოფება მილანში გადაღებებზე, კიდევ ძალიან ბევრი პროექტი იგეგმება და აქტიურად არის ჩართული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge