Powered by Jasper Roberts - Blog

15:14 02.05.2017
თუ ეს 7 რამ გესიზმრებათ, მათი იგნორირება დაუშვებელია

დასახელებული 7 სიზმარი უმჯობესია, არ დააიგნოროთ, რადგან ისინი უმიზეზოდ არ გესიზმრებათ.

1. ყუთები
თუ ყუთები ხშირად გესიმზრებათ, ე.ი. თქვენი ცხოვრების რომელიღაც მომენტში თავს იტყუებთ. საკუთარ ემოციებს არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ საკუთარ თავსაც უმალავთ. შესაძლოა, შინაგანად იტანჯებით. თუ ბევრი ყუთი ნახეთ, თქვენს ცხოვრებაში ერთდორულად ბევრი ემოციები და მოვლენებია, რასაც სულიერად ვერ უმკლავდებით.

2. ტელეფონი
თუ ტელეფონი გამუდმებით რეკავს, ცხოვრებაში დისკომფორტს განიცდით. მაგალითად გაქვთ სამსახური და თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დროა საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ. არ ხართ ბედნიერი იმით, რის კეთებასაც აგრძელებთ, მაგრამ სიმართლეს გაურბიხართ.

3. ფრენა
თუ სიზმარში დაფრინავთ, ცხოვრებაში თვითრეალიზებას ვერ ახდენთ და პიროვნულად ვერ ვითარდებით. ბიძგი გჭირდებათ, რათა იმაზე მაღლა ახვიდეთ, ვიდრე ახლა ხართ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა.


4. მთვარე
ე.ი. თქვენს შემოქმედებით მხარეს აიგნორებთ. ნუ ცდილობთ, გაექცეთ ბედისწერას.

5. გზა
თუ სიმზარში გზას ხედავთ, ის თქვენი მომავლის სიმბოლოა.
თუ გრძელ, კარგ გზას ნახავთ და მზიანი ამინდია, გილოცავთ: თქვენ კმაყოფილი ხართ ყველაფრით, რაც ცხოვრებაში გაქვთ და წინ სწორად მიიწევთ.

თუ გზა უსწორმასწორო და დაბინდულია, ე.ი. ცხოვრებაში სირთულეები გაქვთ, გეშინიათ მომავლის და ცვლილებებს გაურბიხართ. დროა ამას წერტილი დაუსვათ!

6. ყვავილები
სიზმარში ყვავილები, როგორც წესი ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ. ახალი სამსახური, ახალი სიყვარული, შვილების შეძენა და ა.შ.
მკვდარი და დამჭკნარი ყვავილები სამწუხაროდ, ახლო ადამიანის დაკარგვაზე მიანიშნებს, ან თქვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპი დასრულდება.

7. წყალი
სიზმარში წყალი თქვენი ამბიციების ანარეკლია. თუ ოკეანე გესიზმრათ, ე.ი. დროა ოცნებებს თავი დაანებოთ, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ, გარისკოთ და იმოქმედოთ.

თუ პატარა ნაკადული და გუბეები იხილეთ, პირიქით, იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა იტვირთეთ. დროა ტემპი შეანელოთ და ყველაზე მნიშვნელოვანზე კონცენტრირდეთ.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge