Powered by Jasper Roberts - Blog

17:44 05.04.2017
მსოფლიოს პირველი ლამაზმანის, მონიკა ბელუჩის მარტივი დიეტა

მილიონობით მამაკაცის გულთამპყრობელი, მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი უკვე 5 ათეულ წელს ითვლის და მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავ ფორმაშია. მისი საიდუმლო მარტივია და ყველასთვის ხელმისაწვდომი: 


პირველი დღე
საუზმე - უშაქრო ყავა, ერთი ნაჭერი ტოსტი ჯემით.
სადილი - 3 კვერცხის ცილისგან მომზადებული ომლეტი, 2 ცალი ჩათუთქული ყაბაყი, ჭვავის პური, ფორთოხალი.
ვახშამი - 150 გრ უცხიმო ხორცი, ბოსტნეულის სალათა, ხილი.

მეორე დღე
საუზმე: უშაქრო ჩაი, ერთი ნაჭერი ტოსტი ჯემით, გრეიპფრუტი.
სადილი: 3 კვერცხის ცილის ომლეტი, 3 ცალი მოხარშული ყაბაყი, ჭვავის პური, ფორთოხალი. 
ვახშამი: 150 გრ მჭლე ხორცი, ბოსტნეულის სალათა, ხილი.

მესამე დღე

საუზმე - მწვანე ჩაი ლიმონით, ერთი ნაჭერი ტოსტის პური თაფლით, გრეიპფრუტი.
სადილი - მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი ოხრახუშით ან კამით, 100 გრ უცხიმო ყველი.
ვახშამი - 170 გრ სპაგეტი ერთი კოვზი ზეითუნის ზეთითა და პომიდვრით, ხილი.

მეოთხე დღე

საუზმე - ნატურალური, არატკბილი იოგურტი 2 კოვზი თაფლით და 40 გრ უცხიმო ყველი.
სადილი - 100 გრ ბრინჯი, ამდენივე მოხარშული ყაბაყი და საქონლის ხორცი, ერთი ფინჯანი კენკრა.
ვახშამი - 200 გრ მოხარშული უცხიმო თევზი, ერთი კონა მწვანილეული მცენარეულ ზეთთან ერთად, ერთი ნაჭერი პური და ერთი ცალი რომელიმე ხილი.


მეხუთე დღე

საუზმე - ახალგამოწურული ხილის წვენი, 2 ცალი ორცხობილა.
სადილი - 100 გრ სპაგეტი, მწვანე ფოთლების სალათა, ფორთოხალი და ერთი მუჭა ყურძნის ლებნები.
ვახშამი - ლობიოთი, ხახვითა და მწვანილით მომზადებული სალათა, ხილი.

მეექვსე და მეშვიდე დღე 
- გაიმეორეთ ნებისმიერი დღის მენიუ.

ავტორ(ებ)ი : marao.ge