Powered by Jasper Roberts - Blog

15:48 28.03.2017
თანამედროვე ზღაპარი – უნიკაპოდ დაბადებულმა უფასო პლასტიკის კონკურსი მოიგო და...ნახეთ მისი საოცარი გარდასახვა

მთელი ცხოვება 19 წლის ტაილანდელმა უიჟიტპრაფორნ პუნბუმ გარეგნობის გამო კომპლექსებში გაატარა. ის ამქვეყნად დეფორმირებული ყბის ძვლით დაიბადა, რის გამოც პრაქტიკულად არ ჰქონდა ნიკაპი და ჯანმრთელობის პრობლემებიც ახლდა თან ამ ყველაფერს.

      
თუმცა გოგონამ ოცნების ასრულება გადაწყვიტა, კორეის ნიჭიერთა კონკურსში გაიმარჯვა და მთავარი პრიზიც მოიგო – პლასტიკური ოპერაციის ჩატარება უფასოდ. 
      
გოგონა მართლაც ზღაპრულად გარდაისახა და ახლა უფრო თავისუფლად საუბრობს წარსულზე, ასევე იმაზე, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება შოუში მონაწილეობისა და პლასტიკური ოპერაციის შემდეგ.

        
“ამ მომენტამდე ძალიან მოწყენილი და ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა. ადამიანები სულ დამცინოდნენ, მაჯავრებდნენ და ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა, როგორც იქნა, აღარ მრცხვენია ჩემი გარეგნობის”, - ამბობს გოგონა, რომელმაც ახალი ცხოვრება დაიწყო.
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge