Powered by Jasper Roberts - Blog

15:17 27.03.2017
დედამიწის აღსასრული შესაძლოა, მიმდინარე წლის ოქტომბერში დადეგს - დევიდ მიდი

კონსპირაციული თეორეტიკოსის დევიდ მიდის განცხადებით, დედამიწის აღსასრული შესაძლოა, მიმდინარე წლის ოქტომბერში დადეგს.


როგორც „
დეილი მეილი“ წერს, ამის შესახებ მიდი თავის წიგნში „Planet X – The 2017 Arrival'-ში წერს. თეორეტიკოსის მოსაზრებით, ვარსკვლავი, რომელსაც „ჩვენი მზის ტყუპს“ უწოდებს, „ჩვენკენ მოემართება.“

 

მისი თქმით, „ეს ვარსკვლავარი თან გამოიყოლებს ორბიტის გარშემო მოძრავ შვიდ სხეულს, მათ შორის ნიბირუს.

 

ნიბირუ დიდი და ლურჯი პლანეტაა, რომელსაც პლანეტა X-საც უწოდებენ.

 

როგორც მეცნიერები წერენ, პლანეტა - ნიბირუ იგივე ანუნაკი გასულ საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა მდებარეობიდან გამომდინარე, მისი დანახვა იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. 



მას როგორც მე-10 პლანეტის სახელით იცნობენ და მისი ორბიტა იმდენად გაწელილია, რომ ძირითად დროს, მზის სისტემის გარეთ ატარებს და ყოველ 3657 წელიწადში ერთხელ შემოდის ჩვენს სისტემაში.

 

მეცნიერების კვლევების თანახმად 4-5-ჯერ აღემატება დედამიწას ზომით და მისი დედამიწისგან საკმაოდ ახლო მანძილზე ჩავლაც კი გამოიწვევს კატასტროფულ მოვლენებს და ცივილიზაციის განადგურებას. ცოტა უფრო ახლო ჩავლით ან შეჯახებით ჩვენი პლანეტა შეიძლება მთლიანად გაანადგუროს.

 

მიდის მოსაზრებით, პლანეტა დედამიწას 2017 წლის ოქტომბერში მოუახლოვდება.

 

მეცნიერთა საზოგადოება ნიბირუს არსებობას არ ეთანხმება.

 

„ნიბირუ და სხვა მსგავსი ისტორიები, უბრალოდ ინტერნეტ ქაოსის გამომწვევია. ცხადია, არცერთი მათგანი არ არსებობს “ - განაცხადა ნასამ ადრე.

 

სწორედ ნიბირუს უკავშირდებოდა 2003 წელს მოსალოდნელი დედამიწის დასასრული, 2012 წლის მოსალოდნელი აპოკალიფსი, ასევე 2015 წლის დედამიწის სავარაუდო დასასრული. შესაბამისად, თავად განსაჯეთ, რამდენად რეალურია მიდის მოსაზრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge