Powered by Jasper Roberts - Blog

15:08 26.03.2017
კიდევ ერთი მსხვერპლი - ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 28 წლის ქალბატონს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დამხმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე აცხადებს, ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მალევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალბატონი ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge