Powered by Jasper Roberts - Blog

16:36 21.03.2017
ავსტრალიური ობობის შხამი, შესაძლოა, ინსულტით გამოწვეული ტვინის დაზიანების მკურნალობის გასაღები გახდეს

სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში ავსტრალიური ობობის შხამი, შესაძლოა, ინსულტით გამოწვეული ტვინის დაზიანების მკურნალობის გასაღები გახდეს, - შესაბამისი ცდა ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარდა

 

კუინზლენდისა და მონაშას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცდისთვის სამი ავსტრალიური ობობა გამოიყენეს, რომელთა შხამსაც ადამიანის მოკვლა 15 წუთში შეუძლია. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა ცილამ ინსულტის შემდეგ დაზიანების ბლოკირება მოახდინა.

 

თუმცა, ამ დრომდე უცნობია შესაძლებელია თუ არა ინექციის ადამიანებზე გამოყენება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge