Powered by Jasper Roberts - Blog

23:53 20.03.2017
შეიძლება დავთანხმდეთ ერთადერთ შემთხვევაში – თუ ნაციონალური მოძრაობა აღიარებს ქვეყნის, ერის და ბერის წინაშე ჩადენილ დანაშაულს

” როგორც კი ხდება პარალელის გავლება 2003-2012 წლების მოვლენებთან. იმასთან, თუ როგორ მოქმედებდა სპეცდანიშნულების რაზმი, შ.ს. მინისტრი, როგორ ირბეოდა აქციები, როგორ კლავდნენ ადამიანებს, ნაციონალური მოძრაობის წევრები  იწყებენ შენიშვნის მიცემას: “ჩვენ მივდივართ მომავლისკენ, თქვენ ისევ უკან გვაბრუნებთ, არ არის საჭირო ამის გახსენება” და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მომზადებული თემაა, მათ არ აქვთ პასუხები საკუთარ წარსულთან დაკავშირებით. ამიტომ გვიკიჟინებენ, რომ არ გავიხსენოთ ჩვენი უახლესი წარსული, რომელიც გამოვიარეთ. კი ბატონო, შეიძლება დავთანხმდეთ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში – თუ  ნაციონალური მოძრაობა აღიარებს ქვეყნის, ერის და ბერის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, და ჩვენი სამართალდამცავები მიცემენ ამას სამართლებრივ შეფასებას, ჩვენ კი ვიტყვით, რომ ეს არის დამნაშავე პოლიტიკური ძალა, და რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ქვეყანაში იყო ტერორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაბედოს ნაციონალური მოძრაობის არცერთმა წევრმა, აქტივისტმა, მხარდამჭერმა, რომ აგვიკრძალოს საუბარი იმაზე, რაც გამოვიარეთ 9 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი წარსული და ჩვენ ვერ ავაშენებთ ვერანაირ მომავალს, თუ წარსულთან დაკავშირებით არ გავერკვევით, თუ არ გვეცოდინება, ვისთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ “რეპორტიორის” პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge