Powered by Jasper Roberts - Blog

23:30 20.03.2017
ვინ შესთავაზა ალეკო ელისაშვილს, რომ თბილისის მერად იყაროს კენჭი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იყრის კენჭს, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.ელისაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ პოლიტიკური ჯგუფებისგან აქვს შეთავაზება, რომ დედაქალაქის მერად საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, თუმცა, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამბობს, რომ შეთავაზება სხვა პოზიციებზეც აქვს. კონკრეტულად ვინ მართავს მასთან კონსულტაციებს, ამ საკითხზე საკრებულოს დეპუტატი ჯერ არ საუბრობს.„დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ როგორც, მერობის კანდიდატი ვიქნები თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ამაზე ზუსტი პოზიცია ჯერ არ მაქვს ჩამოყალიბებული.ჩემთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შემოთავაზებები არის, მათ შორის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. თუმცა, მე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ მაქვს. ნარმანიასა და ვიღაც თავქარიანებისგან განსხვავებით, მე სავარძელს ასე არ ვუყურებ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ იმ საქმეს უნდა შევეჭიდო, რისი შესაძლებლობაც მაქვს. გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით ვუყურებ. მოლაპარაკებებს, სხვადასხვა ჯგუფები აწარმოებენ. არა ერთი, არამედ რამდენიმე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კითხვაზე, კონსულტაციები „რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთანაც“ ხომ არ აქვს? - ასე პასუხობს:

„ახლა ამ დეტალებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

შეგახსენებთ, კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერად იყაროს კენჭი. არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს მასთან „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ აწარმოებენ.

 

აიპრესი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge