Powered by Jasper Roberts - Blog

21:32 20.03.2017
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იან კელის უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება, მხოლოდ „რუსთავი-2“-ს უყურებს

“მე ადრეც მითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდა მხარდამჭერები, მას ჰყავდა „დამჭერები“ და მათ ხარჯზე ინარჩუნებდა ძალაუფლებას, დღეს კი სრულიად გაშიშვლებულია…“, – განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.„დანარჩენი, ვინ რა თქვა, რა მოჭორა, ეს ყველაფერი აზრდაკარგულია… საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიბრძნე და არ აჰყვა პროვოკატორების მცდელობას… შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საზოგადოება იმსახურებს ღირსეულ ხელისუფლებას. ის არც პროვინციულ შურისმაძიებლურ ვნებებს შეეგუა, არც გახრწნილ კორუფციას, არც აღმოსავლური დესპოტიის მსგავს რეჟიმს… მაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ეს ხელისუფლება მოახერხებს და დაგვიმტკიცებს, რომ ღირსეულია და ნამდვილად იმსახურებს ქვეყნის სათავეში ყოფნას. ისევ შეერთებულ შტატებს რომ დავუბრუნდე, ის არის დღევანდელი სამყაროსთვის ტენდენციის მიმცემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. მაგრამ რაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებებს მივადევნე თვალი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება მხოლოდ „რუსთავი-2“-ს უყურებს და იქ რაღაცას ატყუებენ.ზემოთ ნახსენები პოლიტკონიუნქტურის ტენდენციის მიმდევრებს შემონახული ჰყავდათ ოდესელი უმუშევარი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც უკრაინაშიც აღარავის სჭირდება და მით უფრო არავის დასჭირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აშშ და ა.შ. რატომ ჰყავდათ შემონახული, რა ეგონათ, არ ვიცი… რადგან ალტერნატიულ რეალობაზე ვლაპარაკობ, აქვე უნდა გავიხსენო, რომ ამ ცოტა ხნის წინ „ერთსულოვნება-2“-იც ვნახეთ, როდესაც წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა. როგორც მიხეილ სააკაშვილის პროკურორი, ისე იდგა თანამშრომლებთან ერთად მღვდელმსახური, რომლის სახელიც არ ვიცი, და სინოდის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა“, – ამბობს დავით მაღრაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge