Powered by Jasper Roberts - Blog

19:40 20.03.2017
ირაკლი შოთაძე ყველას, ვისაც ნარკოტიკების „ჩადებაზე“ პრეტენზიები აქვს, პროკურატურაში საჩივრის დაწერას ურჩევს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყველა იმ პირს, ვისაც სამართალდამცველების მიმართ ნარკოტიკების „ჩადებაზე“ პრეტენზიები აქვს, პროკურატურაში საჩივრის დაწერას ურჩევს. ირაკლი შოთაძე ბოლო პერიოდში პოლიციის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცველები დაკავებულებს ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკებს „უდებენ“. როგორც შოთაძემ განაცხადა, მის უწყებას ვალდებულება აქვს პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, ყველა ასეთი შემთხვევა შეისწავლოს.”მეც მომისმენია პრეტენზიები ნარკოტიკების „ჩადების“ შესახებ. ერთადერთი შემიძლია ყველას ვურჩიო, ვისაც მსგავსი პრეტენზიები გააჩნია, რომ მათ შეუძიათ მომართონ პროკურატურას. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ყველა შესაძლო პრეტენზია თუ საჩივარი გადავამოწმოთ და შევისწავლოთ”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. კითხვაზე, იწვევს თუ არა ეჭვს ის ფაქტი, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა შემთხვევაში, მოწმეები ძირითადად პოლიციელები არიან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ შემთხევევაში მოწმეები პოლიციელების გარდა შეიძლება სხვა პირებიც იყვნენ. 

”როდესაც ხდება ნარკოტების შეძენა-შენახვის საქმეზე პირის დაკავება, საგამოძიებო მოქმედებებში ძირითადად პოლიციელები არიან ჩართულები, თუმცა მოწმეები შეიძლება იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც დაკავებას შეესწრნენ. ყველა ფაქტზე, სადაც არსებობს პრეტენზიები და შესაძლებელია არსებობდნენ სხვა მოწმეები, ამ მოწმეების დაკითხვა ხდება სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე არსებობს სასამართლო კონტროლი. იქნება ეს ჩხრეკა, რაიმეს ამოღება ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, გადის სასამართლოს კონტროლს. როცა არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არასწორია”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge