Powered by Jasper Roberts - Blog

17:25 20.03.2017
,,ეს უკვე სირცხვილია, სხვა თუ არაფერი!.." - ნანა გაგუა

ჩვენთვის მიუღებელია ის ე.წ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც სინამდვილეში არც ლიბერალიზმი არ არის და არც დემოკრატია.  ამის შესახებ გადაცემა “პრიორიტეტში” მოძრაობა “ქართული იდეას” წევრმა თორნიკე კივილაძემ განაცხადა.

 

“ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანები ვაცნობიერებთ, რომ მოქალაქეების უფლებები უნდა იყოს დაცული. მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ის ე.წ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც სინამდვილეში არც ლიბერალიზმი არ არის და არც დემოკრატია. ეს არის ჩვეულებრივი ნეობოლშევიკური ფაშიზმი, რომელიც ხორციელდება ადამიანის თვითმყოფადი კულტურების, ერების წინააღმდეგ”, – განაცხადა კივილაძემ.

 

კივილაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა დავით ლიკლიკაძე, რომლის თქმითაც, კომუნიზმი და ფაშიზმი წყვეტდა, ვინ ვისთან დაწოლილიყო და  XXI-ე საუკუნეში ყველამ თავის ფუჩუს და ტ…კს მიხედოს.

 

 

დავით ლიკლიკაძის გამოსვლას  ,,ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი - ნანა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასე ეხმაურება:

 

,,ეს უკვე სირცხვილია, სხვა თუ არაფერი!
ბოლომდე გამოშტერდა ზოგი!
ცალ-ცალ კალოშიანი გორსალების შთაბეჭდილებას ტოვებენ!!!
უხამსი მამაკაცი მაგინებელ ქალზე ბევრად უარესია და მე რა დავაშავე, ამ სიმყრალეს რომ უნდა ვუყურო?! ახლა არ დამარიგოს ვინმემ, აიღე პულტი და გადართეო.... არ არის ''პულტი'' და გადართვა გამოსავალი! მამაკაცები გაქალაჩუნდნენ, აყბედნენ და გაფარჩაკდნენ. ამაშია პრობლემა!" - წერს ნანა გაგუა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge