Powered by Jasper Roberts - Blog

17:21 20.03.2017
კახეთში მომხდარი ტრაგედია – გარდაცვლილი მამა და დამწვარი შვილები

სოფელ ჩაილურში სახლს ხანძარი გაუჩნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ბავშვების მამა და ბაბუა იმყოფებოდნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

მამამ ხანძრიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და ადგილზე დაიღუპა. 11 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭი,.და ასევე ბაბუა დამწვრობის ცენტრი გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "იბერიას” "ახალი ამბები” ავრცელებს. მცირეწლოვანი ბავშვები მდგომარეობა სტაბილურია. გაცილებით რთულადაა, ბავშვების ბაბუას მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 35% დაეწვა.

 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაშავდა დედა, რომელიც კახეთში იმყოფება.

 

გუგა ქაშიბაძე, საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხემძღვანელი:

დღეს დილას კლინიკაში შემოვიდა ოჯახის სამი წევრი, ორი ბავშვი და ერთი ბაბუა. ბაბაუსთან გვაქვს 35% მეორე მესამე ხარისხის დასმწვრობითი შოკი, ბავშვების მდგომარეობა საბედნიეროდ, სტაბილურია, ქირურგიულ განყოფილებაში წვანან. დამწვრობა მიყენებული აქვთ სახესა და მტევნებზე.

 

მეზობლების ცნობით, ადგილზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ისინი პირად საუბრებში ტელეკომპანია "იბერიას” უცხადებენ, რომ ხანშიშესულ მამაკაცს სესაძლოა ხანზარი განზრახ გაეჩინა.

ავტორ(ებ)ი : topnews.mediamall.ge