Powered by Jasper Roberts - Blog

16:48 20.03.2017
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება დღეისათვის

20 მარტის 17:00 საათისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4816 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4817 ლარს შეადგენდა.



ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.



რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც უმნიშვნელოდ გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6704 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6720 ლარს შეადგენდა.


2.4817 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.51 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გამყარდა, დოლარის ფასი დაიწევს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge