Powered by Jasper Roberts - Blog

16:23 20.03.2017
"ქართული ოცნება" ქვეყნის "მაშველი რგოლი იყო, რომელიც "მარყუჟად" გადაქცევის გზას დაადგა"-დავით უსუფაშვილი

"სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე არჩეული ხელისუფლებაც წინამორბედთა მსგავსად ვერ ახერხებს ქვეყნის მართვას სახელმწიფო ინსტიტუტებითა და სახელმწიფოებრივი მიდგომებით. "ქართული ოცნება" იყო ქვეყნის "მაშველი რგოლი, რომელიც "მარყუჟად" გადაქცევის გზას დაადგა. ჩვენივე "მდიდარი"გამოცდილება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ განვლილი გზის გაგრძელება აღარ შეიძლება - ძველებურად მორიგი დარაზმვა მორიგი ხელისუფლის შესაცვლელად მორიგ ჩიხამდე მიგვიყვანს,"-აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში დავით უსუფაშვილი.


 

მისი თქმით, „მსოფლიო უწესრიგობის ეპოქის დადგომით დასრულდა ის ეპოქაც, როდესაც ქვეყანა მსოფლიო პროცესების დინებას იყო მინდობილი.

 

"დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით პატრონობის დრო, რისთვისაც არც სახელმწიფო ინსტიტუტებია მზად და არც პოლიტიკური­ სისტემა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდწილად პირობითობაა, რომელიც სასწრაფოდ შინაარსითაა შესავსები. საჭიროა საზოგადოების გამოყვანა პოლიტიკური აპათიიდან და მისი ფოკუსირება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა აზრი და შანსი კვალიფიციური და უნარიანი პოლიტიკური პარტიის ფორმირებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სათავეში ჩაუდგება კოალიციურ მთავრობას და დაუდებს სათავეს დემოკრატიული ინსტიტუტებით მმართველობას. სწორედ ამ ხედვითა და თანამიმდევრობით შევუდექი პროცესს, რომელიც არც იწყება და არც დაიყვანება პოლიტიკური პარტის შექმნამდე. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ნაკლებად ვზრუნავ იმ ხალხის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, ვისაც მხოლოდ ის აინტერესებს, ვინ გამოვჩნდებით და ვის შევერკინებით. მაინტერესებს და ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რა, რისთვის და როგორ,"-აღნიშნა უსუფაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge