Powered by Jasper Roberts - Blog

16:15 20.03.2017
AFD : კავკასიის პირველი რეგიონალური ოფისის გახსნა

2017 წლის 20 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, თბილისს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მაღალი რანგის დელეგაცია ესტუმრება. ისინი შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დონორებთან. დელეგაციას AFD-ს აზიის დეპარტამენტის ხელძღვანელი, ბ-ნი პასკალ პაკო და მისი მოადგილე - ქ-ნი ფრანსუაზ შალიე გაუძღვებიან. მათთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, -ნი didie leruac მიიღებს. 22 მარტს, 18 საათსა და 30 წუთზე, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, დელეგაცია საზეიმოდ გახსნის AFD-ს სამხრეთ კავკასიის პირველ რეგიონალურ ოფისს, რომელსაც ქ-ნი გაელ ასაიაგი უხელძღვანელებს.

 

2012 წლიდან, მანდატით „სოლიდარული და ეკოლოგიური განვითარების ხელშეწყობა“, AFD სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა სფეროებში: ურბანული და სასოფლო განვითარება, სუფთა და განახლებადი ენერგიები, უმაღლესი განათლება და პროფესიული სწავლება, ტურიზმი და მმართველობა. ამ მხრივ, AFD-ს შეუძლია უზრუნველყოს პროექტის სრული ფინანსირება, სუვერენული, სხვა ერთეულებისა და არასამთავრობო სქემებისა და რეფორმის დღის წესრიგში ასახული საბიუჯეტო დახმარების მეშვეობით. თავისი ფილიალის, Proparco-ს მეშვეობით, AFD კერძო სექტორის განვითარებასაც უწყობს ხელს. ამასთანავე, AFD-ს  შეუძლია საფრანგეთის მთავრობისა და ევროკავშირის გრანტების მოპოვებაში დახამრების გაწევა.

 

2012 წლის შემდეგ, AFD-ს მონაწილეობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში 245 მილიონ ევროს აღემატება.

 

 

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საჯარო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას ახორციელებს და მიზნად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრასა და ხანგრძლივი განვითარების ხელშეწყობას. მსოფლიოს მასშტაბით 75 ოფისით, AFD ოთხ კონტინენტზეა წარმოდგენილი. ის აფინანსებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდას და იცავენ პლანეტას. 2016 წელს, განვითარებად ქვეყნებსა და საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორებზე პროექტების დასაფინანსებლად, AFD-მ 9,3 მილიარდი ევრო დახარჯა. 2020 წლამდე, AFD წლიური მონაწილეობა პროგრესულად გაიზრდება 12 მილიარდ ევრომდე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge