Powered by Jasper Roberts - Blog

15:29 20.03.2017
„თუ პრეზიდენტს ხალხის აზრი აინტერესებდა, კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებისათვის მხარი უნდა დაეჭირა“ - გია ბუკია

 აქტუალურ საკითხზე ახალი თაობა ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის კონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას:


- კეთდება პროგნოზები, რომ გარკვეული ძალები გამოიყენებენ ქვეყანაში დაგროვილ სოციალურ პრობლემებს და დიდ არეულობას გამოიწვევენ...

 

მასობრივი არეულობა არ იქნება. არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მათ შორის - სოციალური. როგორ შეიძლება, უპრობლემო იყოს სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია! მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილი არ არის, მაგრამ ხალხი სიტუაციას სწორად აფასებს.

 

ქართული ოცნება ადამიანებზეა ორიენტირებული და ცდილობს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრას. საზოგადოებას აზრის გამოთქმას, მშვიდობიანი აქციების გამართვას არავინ უშლის. ხელისუფლება ზომიერად და ადამიანის უფლებების სრული დაცვის მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება მასობრივი არეულობის აღკვეთა ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება.

 

იქ ხელისუფლებამ სწორად და გონივრულად იმოქმედა. დაკავებული არიან ეჭვმიტანილები, რომლებსაც სამართალდამცავები ადამიანურად და კანონის დაცვით მოექცნენ.

 

აქცია ბევრი გამოგვივლია, მაგრამ მასობრივი გამოსვლები სოციალურ საკითხებზე საქართველოში ჯერ არ მომხდარა. ამას არც ახლა მოველი. აქციები აკრძალული არ არის. მთავარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხალხის პრობლემები მოაგვაროს.

 

ვანდალიზმს 90-იან წლებშიც შევსწრებივართ. გარდა ამისა, რეპრესიები, ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდებები სააკაშვილისგანაც ისმოდა. რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ჩანაწერებში სააკაშვილი სისხლის დაღვრას, მსხვერპლს მოითხოვს, რომ რევოლუცია მოაწყოს.


 

ჩვენი ხელისუფლება წინასაგან იმით განსხვავდება, რომ გამოძიებას კანონის დაცვით ატარებს. სრულყოფილ გამოძიებას, მტკიცებულებების მოგროვებას დრო სჭირდება. სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი სამხილი დაგროვდა. იგი სისხლს ღვრიდა მაშინაც, როცა ხელისუფლების შენარჩუნება უნდოდა და ამას ცდილობს მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდა. ფრაზა ორი გვამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათია. ჩვენი ხელისუფლება უშეცდომო არ არის. ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მაგრამ ქართული ოცნება რეპრესიებს არ ატარებს. ის ხალხზეა ორიენტირებული. საზოგადოება ამას ხედავს. დაწყებული საქმეების გამოძიება კი აუცილებლად დასრულდება. ამას დრო უნდა. ვერც მასობრივ არეულობებს გამოიწვევენ. ბათუმში აშკარად იგრძნობოდა პროცესების ხელშეწყობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მასობრივი არეულობა არ გამოვა. ხელისუფლება ყველა გამოწვევისათვის მზად არის.

 

სამწუხაროა, რომ გიორგი მარგველაშვილი არ ცვლის თავის პოზიციას. წლებია, ის კონფრონტაციულ გზას დაადგა. პრეზიდენტმა ვერ ააწყო ურთიერთობები სამიდან ვერცერთ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის უმრავლესობასთან. მას მუდმივად დაძაბული ურთიერთობები აქვს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.


პრეზიდენტი აცხადებს, რომ აინტერესებს მოსახლეობის აზრი საკონსტიტუციო საკითხებზე. მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. იგი ნაწყენია იმის გამო, რომ ვერ გახდა საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე. ეს რომ მომხდარიყო, იქნებოდა კანონის დარღვევა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა კომისიაში მონაწილეობაზე. მან მოიფიქრა ხალხთან შეხვედრის ფორმა თავისი აზრების გამოსახატავად. თუ პრეზიდენტს ხალხის აზრი აინტერესებდა, მაშინ მხარი უნდა დაეჭირა კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩანაწერისათვის. წინა პარლამენტში ამ საკითხზე ხალხთან შეხვედრები გავმართეთ და დავრწმუნდით, რომ მოქალაქეებს ქორწინების განმარტება ესმით, როგორც კაცისა და ქალის ერთობა. მათ უნდათ, რომ ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში. გიორგი მარგველაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს საკითხი აქტუალურად არ მიაჩნია. მან ამ თემაზე არც რეფერენდუმი დანიშნა. იმედია, შეხვედრებისას გაერკვევა, რა უნდა ხალხს. ამ კამპანიის ნამდვილი მიზანი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა. პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, თუმცა, არა მგონია, ამ მცდელობებმა შედეგი გამოიღოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge