Powered by Jasper Roberts - Blog

15:29 20.03.2017
ბიძინა ივანიშვილის 10 რჩევა ქართველ ჟურნალისტებს
1. ჟურნალისტებს, რათქმაუნდა, ყველაფრის უფლება გაქვთ და უნდა გქონდეთ მომავალშიც… არ იფიქროთ, რომ მე ამაზე რაიმე პრეტენზია გამაჩნია, მაგრამ თქვენს პოზიციასა და თქვენს გამონათქვამებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს;
2. მეტი პასუხისმგებლობა გამოიწვევს პროფესიონალიზმის ზრდასაც;
3.ხშირად გამონათქვამებში ისეთი მოთხოვნებია ტელევიზიებიდან ხელისუფლების მიმართ, რომელიც შეიძლება მოვითხოვოთ 4 წლის შემდგომ ან 10 წლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში – 20 წლის შემდეგ;
4. მედიის ძირითადი დანიშნულება არის, აკრიტიკოს და აკონტროლოს ხელისუფლება, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ისე ნუ ვიქნებით, რომ პასუხი მოვთხოვოთ ხელისუფლებას და ჩვენ საკუთარ ქმედებას, ნათქვამსა და გამონათქვამებზე საერთოდ არ გვქონდეს მსგავსი განცდა;
5. ნუ გაქვთ კომპლექსი იმისა, გაკეთებულზე თქვათ, რომ გაკეთებულია და ამის ნუ გეშინიათ. ასე ცალმხრივად არ უნდა იყოს, რომ მედია მხოლოდ აკრიტიკებდეს. მედია აანალიზებს და სწორ აქცენტებს აკეთებს. პრესაში არგუმენტირებული ანალიზი უნდა მოხვდეს, ჟურნალისტმა საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს, უნდა თქვას ის, რაც გაკეთდა და უნდა თქვას ისიც, რაც არ გაკეთდა;
6. კრიტიკა და კონტროლი არ ნიშნავს იმას, რომ ვილანძღოთ. კონტროლი ნიშნავს სწორ შეფასებას, მადლიერების გრძნობა არ უნდა დაიკარგოს. ნუ გგონიათ, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე და თქვენ ყველაფრისგან თავისუფალი ხართ;
7. თქვენ ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლება ხართ და ძალიან დიდი ფუნქცია გაქვთ. პირადად მე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მუშაობის მაქსიმალური საშუალება გქონდეთ და იოლად მიგიწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე;
8. დღეს ვერავინ იტყვის, თუ ძალიან კრიტიკულად განწყობილი არაა, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლას განიცდის. ჩემი აზრით, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, მედია განვითარებას საჭიროებს, ასევე, საჭიროებს რომ გადაცემების ხარისხი ამაღლდეს;
9. თქვენ არ ხართ ფოსტალიონები, თქვენ ხართ ჟურნალისტები და მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გაანალიზოთ და თუ ეს ასე არაა, ერთი-ერთზე არ უნდა გადააწოდოთ. თუ ერთი-ერთზე აწვდით, ეს უკვე ფოსტალიონობაა, წერილის გაგზავნაა;
10. მე მსურს ჩემებურად აგიხსნათ, იგრძნობა თქვენი და სხვა ჟურნალსიტების გამონათქვამებში დილეტანტობა, გარკვეული საკითხების არცოდნა. ეკონომიკა არ არის ის სფერო, როცა არ იცი საკითხი და გამოხვიდე და აკრიტიკო.
ჩაწერილია 2013 წლის 2 ოქტომბერს

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge