Powered by Jasper Roberts - Blog

15:13 20.03.2017
"რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ნატოს არდაშვება შავი ზღვის რეგიონში და ამით ერთგვარი შეკავება" - ვახტანგ მაისაია

ბოლო დროს რუსეთმა აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემები -300 გადაისროლა. რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონით 3 ათეული ვაგონი შევიდა, რომელიც ღია პლატფორმებით, მსხვილგაბარიტიანი ლითონის კონსტრუქციებითა და დიდბორბლიანი სატვირთო მანქანებით იყო დატვირთული. ამავე დროს, მოსკოვმა ცხინვალის სამხედრო შენაერთი რუსულ ჯარში გააერთიანა. რისთვის სჭირდება რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გაზრდა და სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფებების რუსული ქოლგის ქვეშ მოქცევა?

 

ამ საკითხზე ახალ თაობას ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

 

 

 

- რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არა მარტო მილიტარიზაციას ახდენს, არამედ რეგიონში არსებული შეიარაღებული ძალები რუსეთის დაქვემდებარებაში გადაჰყავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ნატოს არდაშვება შავი ზღვის რეგიონში და ამით ერთგვარი შეკავება.  ჩვენი ტერიტორიების მილიტარიზაცია ასევე უკავშირდება ძალთა ბალანსის არსებობას კავკასიის რეგიონში. რუსეთი კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსის არსებობითა და ასეთი მილიტარიზაციის პროცესით ცდილობს, თავისი როლი კიდევ უფრო გაზარდოს ახლო აღმოსავლეთში, საჭირო შემთხვევაში მოახერხოს საკუთარი შეიარაღებული ძალების გადასროლა ახლო აღმოსავლეთში, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა