Powered by Jasper Roberts - Blog

15:04 20.03.2017
"კახა კალაძეს ვურჩევ „ეთნიკური კონფლიქტის“ განმარტებაც წაიკითხოს"-ბიჭიკო დიასამიძე

გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმ ფრაზის განმარტება სცადა, რომელიც ბათუმის მოვლენების შეფასებისას გამოიყენა: "თუ კარგად გადავხედავთ განცხადებებს, აშკარად მივხვდებით, ვის ინტერესში შედიოდა, მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე". ბევრმა სინანულით აღნიშნა, რომ კალაძემ არ იცის, აჭარა ოდითგანვე ეთნიკური ქართველებით რომ არის დასახლებული. გაპოლიტიკოსებულმა ფეხბურთელმა კი უკან არ დაიხია და კრიტიკოსებს მოუწოდა, გუგლის საძიებო სისტემით მოეძიებინათ და დაკვირვებით წაეკითხათ, რას ნიშნავს ეთნიკური ჯგუფი. რატომ ვერ გაიგო ვიცე-პრემიერმა ამ სიტყვის მნიშვნელობა მას შემდეგაც კი, რაც სავარაუდოდ, სამოქალაქო განათლების ლექსიკონში ეთნიკური ჯგუფის განმარტება ნახა?! ამასთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრას" ისტორიკოსი ბიჭიკო დიასამიძე ესაუბრა.

 

"ამით კახა კალაძე გვეუბნება, რომ ვიღაც ცდილობდა აჭარაში ეთნიკური­ ჯგუფები ერთმანეთს დაეპირისპირებინა. მაგრამ ასეთი რამ იქ არ გამოვლენილა! რეალურად, ადგილი ჰქონდა პოლიციის მიმართ აგრესიას. რა შუაშია ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება? სად დაინახა ეს კახა კალაძემ?


ეს მან უნდა მოიძიოს და წაიკითხოსსავარაუდოდ, ეს გააკეთა კიდეც, მაგრამ აზრი რატომ ვერ გამოიტანა, არ ვიცი. სამწუხაროა, რომ ასე გვესაუბრება სახელმწიფო მოხელე და მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გარეშე მტერიც იმავეს გაიმეორებს კიდევ უფრო გამრუდებულად და მცდარად... ასეთ გამონათქვამს ვიცე-პრემიერი უნდა მოერიდოს, თუ სიტყვა გაექცა, აღიაროს, უფრო სამარცხვინო მდგო­მარეობაში კი არ უნდა ჩაიგდოს თავი!


აჭარა საზღვრისპირა რეგიონია, მრავალ­ეთნიკური მოსახლეობით წარმოდგენილი­. განა თურქეთში ცოტაა, ვინც აჭარასა და ბათუმზე პრეტენზიას აცხადებს? იქაურ რუკებშია მოქცეული ჩვენი შავიზღვისპირეთი. იქით რუსეთი თვეში ორჯერ ადგენს საზღვრებს და მის გადმოწევას საქართველოსკენ სანტიმეტრობით ცდილ­ობს. ასე რომ, ვერ გავუგებთ ბატონ კახას, სჯობს, შეცდომა აღიაროს. ღმერთმა გვაშოროს ეთნიკურ ნიადაგზე­ კონფლიქტი. ამის უფრო ღრმად გააზრებისთვის ბატონ კახას ვურჩევ, ეთნიკური კონფლიქტის განმარტებაც­ წაიკითხოს,"-აცხადებს დიასამიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge