Powered by Jasper Roberts - Blog

13:57 20.03.2017
"დახვრეტები და ჩამოხრჩობები რომ შემორჩა, იმ ქვეყნების მსგავსი პოლიტიკა ტარდება ჩვენთან" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი თაობის კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.

 

ხაჭაპურიძე პოლიციის მისამართით გაკეთებული ბრალდებებს გამოეხმაურა, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ნარკოტიკის ჩადების ფაქტებმა იმატა. უფლებადამცველი განმარტავს, რომ შსს-დან კონკრეტული გუნდის წასვლის შემდეგ, მას ჩადების ფაქტები აღარ შეხვედრია.


 

პირადად მე, ბოლო წლებია, მსგავსი ფაქტები არ შემხვედრია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკოტიკების ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა ასეთი პირი - მირზოევი. გი 2014 წელს წავიდა სამინისტროდან და დღეს სააკაშვილთან არის უკრაინაში. როდესაც მირზოევი ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, აი, მაშინ იყო ჩადებების თემა ძალიან აქტუალური, საკმაოდ სერიოზულად ხდებოდა. მაშინ ადვოკატებმა ერთი ამბავი ავტეხეთ. მას შემდეგ, რაც მირზოევი წავიდა, ის გუნდიც წავიდა, რომელიც ამას აკეთებდა. ამის შემდეგ ჩადების ფაქტები აღარ შემხვედრია. - , აღნიშნავს ადვოკატი.

 

 

რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას ნარკოპოლიტიკის მხრივ, ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, შეუძლიათ პირადად მას მიმართონ, რადგან ის ასწავლი, თუ როგორ დაიცვან თავი ამ ჩადებებისგან.

 

აი, ამ კუთხით ძალიან ცუდადაა საქმე. მსგავსი რამ, რაც საქართველოშია, არსად ხდება! ეს დაიწყო კახა თარგამაძის შს მინისტრობის დროიდან. ეს სტატია უნდა წაიკითხოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩაუდეს ნარკოტიკი. მე მათ ვასწავლი, როგორ დაიცვან თავი ამ ჩადებებისგან. , - განმარტავს ხაჭაპურიძე.

 

 

უფლებადამცველმა ინტერვიუში, აგრეთვე, განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკა ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ეკუთვნის.

 


 

მოდით, პირველ რიგში, ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ გაუგონარი პოლიტიკაა! ეს არ არის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ნარკოპოლიტიკა. დახვრეტები და ჩამოხრჩობები რომ შემორჩა, იმ ქვეყნების მსგავსი პოლიტიკა ტარდება ჩვენთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ებრძვის ნარკოდანაშაულს, ძალიან ცდება! , - აცხადებს ადვოკატი.  

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა