Powered by Jasper Roberts - Blog

13:41 20.03.2017
ფაზენდის ვნებები – როგორები არიან “მონა იზაურას” მსახიობები 28 წლის შემდეგ
1988 წელს საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიით პირველი ბრაზილიური სერიალი გამოჩნდა – “მონა იზაურა”, რომელსაც მთელი მაშინდელი საბჭოთა სამყარო ადევნებდა თვალს. ეს ნამდვილი მოვლენა იყო, რომელსაც ელოდნენ, განიხილავდნენ, გულშემატკივრობდნენ. სად არიან და როგორები არიან ახლა “მონა იზაურას” მსახიობები?

იზაურას როლის შემსრულებელი ლუსელია სანტოსი ტელენოველის გადაღებისას 19 წლის იყო. ახლა 58 წლისაა, თუმცა კინოში კვლავაც იღებენ. ერთი ვაჟი ჰყავს, პედრო ნეშლინგი, რომელიც ასევე მსახიობია.

ლეონსიოს – რიბენს დი ფალკოს ცხოვრება გაცილებით ტრაგიკულად წარიმართა. ცხოვრების ბოლომდე მარტოხელა იყო, არც შვილები ჰყოლია და 2008 წელს მიუსაფართა სახლში 76 წლისა გარდაიცვალა.

ედვინ ლუიზი, ალვაროს როლის შემსრულებელი, კვლავაც თამაშობს სერიალებში. ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა შვილები არ ჰყავს.

დანარჩენი მსახიობების გარდასახვა წლების შემდეგ, ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ:
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge