Powered by Jasper Roberts - Blog

13:32 20.03.2017
მართავდა თუ არა დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს?-თბილისის მერიის განცხადება

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

აღნიშნულ ფაქტზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:


"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის  სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.

 

 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას,"-ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge