Powered by Jasper Roberts - Blog

13:26 20.03.2017
"ხიხოს ბევრი არაფერი დაუხარჯავს, რადგან 10-10 ლარად იყიდა გაუბედურებული ხალხის ხმები" - მეგი გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, მეგი გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: 

 

ხიხომ არც თუ ისე დიდი ფულის სანაცვლოდ იყიდა იმ ჟამინდელი მაღალი თამადებობის პირები, რომლებმაც ციხეებში დადგეს სპექტაკლები და გარეთ გამოიტანეს! ამით ააგდეს ხალხი, არჩევნების ღამეს კი ჩვილი ჩაახრჩო ქვევრში და საკონტროლო გასროლა განახორციელა ნაცების მიმართ!


ხიხოს ბევრი არაფერი დაუხარჯავს, რადგან 10-10 ლარად იყიდა გაუბედურებული ხალხის ხმები და უმრავლესობა ვინც უანგაროდ დაუჭირა მხარი, დღემდე საკუთარ რიგს ელოდება, რომ უფასო ფული აიღოს (ანუ დებილია 
საითაც გაიხედავ ყველა იმას ამბობს, რომ 8 მილიარდი აქვს , მაგას როგორ მოვერევითო...
მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ რომ იანუკოვიჩს 10-ჯერ ამაზე მეტი ფული ჰქონდა და მაიდანი 100 -მა კაცმა დაიწყო ეს ერთი და მეორეც: ანუ რა გამოდის , სანამ 9 მილიარდი მაინც არ გვექნება , იქამდე არ უნდა ვიბრძოლოთ , ქუდები უნდა დავიხუროთ, სახლებში უნდა დავჯდეთ და ვიღაცას უნდა დაველოდოთ?!
პარტიებმა უნდა აკეთონ თავიანთი საქმე, ფულიც უნდა მოიძიონ და პოლიტიკური პროცესი რომ არ ჩაკვდეს და ინტერესი არ დაკარგონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა , ამისათვის ყველაფერი უნდა მოიმოქმედონ, მაგრამ ის რაც ჩვენი გასაკეთებელია, პარტიას ნუ მოვთხოვთ რომ გააკეთოს!


ქვეყანაში არის ასეთი პოლიტიკური რეალობა: ხელისუფლება აგდია ქუჩაში, მაგრამ რუსეთია მის უკან ( დათვი დაჭრილია თუ არა , ადამიანისთვის მაინც საშიშია)
მეორეს მხრივ არსებობს სააკაშვილი და მისი პარტია , რომელმაც ხელისუფლება ხელში უნდა აიღოს, სხვა პარტია უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში, რადგან შუა გაკრეფილია!


არჩევნებს აუცილებლად მოვუგებთ თუ არჩევნებამდე ვიქნებით ყველგან, ვიბრძოლებთ ყველა უკანონის წინააღმდეგ, ხელიდან გამოვტაცებთ პრემიებს , არ მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას , ყველა ოჯახში შევალთ და სათითაოდ ავუხსნით ყველაფერს!
სამოქალაქო საზოგადოების არ ქონამ მიიყვანა ეს ქვეყანა აქამდე და იქამდე, რომ ბადურაშვილი და კრემლის მასხარები არიან ავტორიტეტები !


რა წამსაც სამოქალაქო სექტორი მოწოდების სიმაღლეზე დადგება , უბრალოდ აღარ იქნება ქეთი დოლიძის და რეზო ამაშუკელის ადგილი ავანსცენაზე , მათი ჩარეცხვა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია !

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge