Powered by Jasper Roberts - Blog

13:13 20.03.2017
"მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც, სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან“-ვიქტორ ბარანეცი

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოვლენილი კიდევ ერთი უკანონო სვლა, რაც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა. საუბარია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეიყვანოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის .. შეიარაღებული ძალების რამდენიმე შენაერთი. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე 14 მარტს გამოქვეყნდა და ის ეყრდნობა შეთანხმების პროექტს, რომელსაც რუსეთის მთავრობამ 13 მარტს დაუჭირა მხარი. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შეთანხმების პროექტის შინაარსზე წინასწარ ილაპარაკეს მხარეებმა, თუმცა დეტალები ჯერ ისევ დასაზუსტებელია. წინასწარი ინფორმაციით, ლაპარაკია რუსეთის სამხედრო ბაზის პირობებში ყველაზე უფრო უკეთესად გაწვრთნილ შენაერთზებზე - სადაზვერვო ქვედანაყოფზე, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმსა და სნაიპერთა ქვედანაყოფზე.


კომსომოლსკაია პრავდისსამხედრო მიმომხილველ ვიქტორ ბარანეცის ინფორმაციით, საუბარია სულ 150 სამხედროზე, რომლებიც დატოვებენ სამხრეთ ოსეთის . . შეიარაღებულ ძალებს და, კონტრაქტების საფუძველზე, უფრო მაღალი ანაზღაურებით დაიწყებენ მუშაობას რუსეთის არმიაში. ბარანეცი ლაპარაკობს სარგებელზე, რომელსაც მოსკოვი და ცხინვალი მიიღებენ: მოსკოვის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც გააღრმავებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრომუშტსრეგიონში... ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც, სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის... და კიდევ, სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც, სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან“.


 

სამხედრო შეთანხმება ეყრდნობა .. ხელშეკრულებასმოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის . . ხელშეკრულება („მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“) მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. ეს ფაქტები არაერთხელ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ და დოკუმენტებს აბსოლუტურად უკანონო უწოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge