Powered by Jasper Roberts - Blog

13:16 20.03.2017
ის ყველაზე სექსუალურ სერჟანტად აღიარეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ისტორიაში (+ფოტოები)
ამერიკელ კერისა ლიტლჯონს საკმაოდ უჩვეულო ცხოვრება აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ წარმატებული მოდელი გახდა, თუმცა მალე მობეზრდა ასეთი ცხოვრება და გადაწყვიტა, სამშობლოსთვის ემსახურა. ხუთი წელი იმსახურა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, იაპონიაში.

შინ დაბრუნებულმა მედიცინის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ახლა კი ფოტოგრაფიაში ცდის ძალებს. მასში უამრავი ინტერესი თავსდება და გარდა ამისა, მართლაც შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს, რის გამოც დაიმსახურა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე სექსუალური სერჟანტის ტიტული.


ამბობს, რომ სამხედრო საქმისადმი ინტერესი მეგობრებმა გაუღვიძეს. ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ჯარისკაც ბიჭებთან ხშირად უწევდა კონტაქტი. ამბობს, რომ სწორედ ჯარისკაცმა მეგობრებმა გადააწყვეტინეს ჯარში წასვლა. შესაბამისი მომზადების შემდეგ ტოკიოს ბაზაზე გაამწესეს, სამედიცინო ქვედანაყოფში. თუმცა მედდად კერისამ სულ ცოტა ხანს იმუშავა, მისი გარეგნობა სხვა ფრონტზე უფრო მოთხოვნადი აღმოჩნდა: სერჟანტი პროტოკოლის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოთხი წელი მონაწილეობდა ოფიციალურ ღონისძიებებზე, ორგანიზებას უწევდა კონფერენციებს და იღებდა სტუმრებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს.


        
დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო, მცირე ხანს ფიტნეს-მწვრთნელობას სცადა და მამაკაცების ჟურნალებისთვისაც პოზირებდა, რისთვისაც საკმაო ჰონორარს აძლევდნენ. მისი გატაცებების სია ვრცელია: ჩოგბურთი, თევზაობა, მოტოციკლები, პარაშუტით ხტომა, წყალქვეშ ცურვა, სნოუბორდი და რასაკვირველია, სროლა. 
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge