Powered by Jasper Roberts - Blog

12:54 20.03.2017
"ბათუმის მოვლენებმა ჰიბრიდული ომის კლასიკური ნიშნები გამოავლინა"-ვახტანგ მაისაია

"ბათუმის მოვლენებმა ჰიბრიდული ომის კლასიკური ნიშნები გამოავლინარომლისთვისაც შემზადება, ფაქტია, დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ამ პროცესს­ წინ უძღოდა დეზინფორმაციის გავრცელება - ჯერ ითქვა, რომ აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას თათრებად მოიხსენიებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს არავის მოუსმენია, თუმცა დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდებოდა,"-აცხადებს სახმედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

 

მისი თქმით, დეზინფორმაცია სწორედ სპეციალიზებული ჰიბრიდული ოპერაციების მთავარი შემადგენელი ნაწილია.


"თუ საინფორმაციო ველი წინასწარ არ შეამზადე, მართულ ქაოსს ვერ გამო­იწვევ, რაც ბათუმში ცალსახად გამოიკვ­ეთა - ბათუმის ქუჩებში მომხდარ დარბევას, ფაქტია, კონკრეტული ჯგუფი მართავდა.


ჰიბრიდული ომის აჩრდილის მეორე ეტაპისაპროტესტო აქციების ორგანიზება­ გახლდათ - მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში­ აქტიურად ისმოდა მოწოდებები, ბათუმის მოსახლეობა ქუჩაში გამოსულიყო და აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა გაეპროტესტებინა. ეს ფსიქოლოგიური შემზადების უკვე მეორე ეტაპია. როგორც გამოჩნდა, ეს ეტაპიც კონკრეტულმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა და პროცესები 12 მარტის მოვლენებამდე მივიდა.


დარწმუნებული ვარ, პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება სპონტანური გახლდათ, თუმცა­ ჯგუფს, რომელიც საზოგადოებაში ფსიქოლოგიურ ფონს ამზადებდა, სამოქმედოდ­ მთელი ექვსი საათი ჰქონდა, ეს კი დიდი დროა. კერძოდროდესაც დეზინფორმაციის გავ­რცე­ლება შედეგს გამოიღებს და მოსახლეობაც ფსიქოლოგიურად მომწ­იფებული და ჭორის გავლენის ქვეშაა მოქცეული, მცირე­ წაქეზებაც კმარა, რომ მისი აგრესიული ნაწილი ქუჩაში გამოვიდეს. პროვოკაციის ავტორები კი მათ ალკოჰოლსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" მიაშველებენ. ბათუმში ახალგაზრდების უმრავლესობა ნასვამი იყო... ასეთ დროს უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას დეზინფორმაციის მანქანა.


 

თითოეული ეს ეტაპი სამართალდამცავებმა­ უნდა გამოიძიონ - პასუხი უნდა მივიღოთ კითხვაზე, როგორ გახდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული შუღლი ვანდალური დარბევის მიზეზი. ისე, ჭორებისა და დეზინფორმაციის მეშვეობით, ადამიანების დისკრედიტაციაში, პროვოკაციების მოწყობასა და პოლიტიკური მიზნების მიღწევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სპეციალისტები იყვნენ,"- აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge