Powered by Jasper Roberts - Blog

12:40 20.03.2017
როკ ენ როლის ლეგენდა ჩაკ ბერი გარდაიცვალა (იხილეთ ვიდეო)

ჩაკ ბერი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მუსიკოსი ბლუზისა და როკ ენ როლის ჟანრში, 50-იანები, 60-იანები და 70-იანები წლების განმავლობაში.


მუსიკოსი აფრო-ამერიკულ, საშუალო ფენის ოჯახში, მისურის შტატში დაიბადა. ბერიმ მუსიკისადმი ლტოლვა ადრეული ასაკიდან განიცადა და თავისი პირველი პერფორმანსი „სამნერის სკოლაში“ მოაწყო.


50-იანი წლების შუა რიცხვებში ბერი ჩიკაგოში გაემგზავრა. 1955 წელს ის ბლუზის ლეგენდარულ მუსიკოსს მადი უიეტერსს შეხვდა, რომელმაც ბერის ხმის ჩამწერ სტუდიაში ,  „ჩეს რეკორდსში“ წასვლა ურჩია. რამდენიმე კვირის შემდეგ ბერიმ ჩაწერა სიმღერა  "Maybellene", რომლის ავტორი თავად გახლდათ. მუსიკოსმა ეს სიმღერა „ჩეს რეკორდსში“ მიიტანა, რასაც კონტრაქტის გაფორმება და შემდეგ ჩარტებში პირველი ადგილი მოჰყვა.


ბერის პირველი ალბომიც, "Rock, Rock, Rock"-იც  სწორედ „ჩეს რეკორდსმა“ გამოსცა.

სწორედ ჩაკ ბერის სახელს უკავშირდება ცნობილი კომპოზიცია ფილმიდან „მაკულატურა“, სადაც უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა მონაწილეობენ.

 

BBC-ის ცნობით, ბერის სიკვდილი შტატ მისურის პოლიციამ დაადასტურა. მომღერალი ადგილობრივი დროის 12:40 საათზე აღარ რეაგირებდა, ის გონზე ვერ მოიყვანეს, ამიტომ 13:26 საათზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.

 

ავტორ(ებ)ი : biography.com