Powered by Jasper Roberts - Blog

12:00 20.03.2017
"არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან გიულენი დგას" - ბრუნო კალი

გერმანიის დაზვერვის სამსახურის (BND) უფროსის ბრუნო კალის განცხადებით, თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულაჰ გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.

გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან საუბრისას ბრუნო კალი ამბობს, რომ თურქეთში 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გასათავისუფლებლად და ოპონენტების დასაპატიმრებლად იქნა გამოყენებული. გადატრიალების მცდელობა წარმატებული რომც ყოფილიყო, ახლა რასაც ვხედავთ ისევ ვიხილავდით, მაგრამ შეიძლება იმავე დოზითა და რადიკალიზმით არ მომხდარიყო.

კალის თქიმთ, გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებებს ვერ ვხედავთ.

 


″თურქეთი სხვადასხვა კუთხით ჩვენს დარწმუნებას შეეცადა მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ეს ვერ მოახერხეს.″- განაცხადა მან.


BND-ს უფროსი ასევე აღნიშნავს, რომ გიულენის მოძრაობა,როგორც თურქეთში განიხილავენ, არ შეიძლება რადიკალურ ისლამისტებად ან და ტერორისტულ ორგანიზაციად განხილულ იქნეს. ბრუნო კალიმ გიულენის მოძრაობა, რელიგიურ და სეკულარულ განათლების სფეროში მომუშავესაზოგადოებრივ მოძრაობად დაახასიათა. 

ავტორ(ებ)ი : www.spiegel.de