Powered by Jasper Roberts - Blog

11:54 20.03.2017
"ვლადიმერ პუტინი "კერკეტი კაკალია"-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა სთხოვეს მოკლედ, ორი სიტყვით აღწერა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი ახსენა. ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი "კერკეტი კაკალია",-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა ის პუტინს, ტრამპმა განაცხადა: "არ ვიცი. მაგრამ ის კერკეტი კაკალია. არ ვიცი, რას აკეთებს ის რუსეთისთვის, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ამაში გავერკვევით, ვხვდები", - განაცხადა ტრამპმა.

 

მან საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი კონკურენტი, ჰილარი კლინტონი ერთი სიტყვით აღწერა: "იმედგაცრუებული". დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე არაერთხელ ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე.

 

მან აღნიშნა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს, რათა საერთაშორისო პოლიტიკაში სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიოს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით იგი პუტინთან ურთიერთობების დარეგლირებისთვის მზადაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge