Powered by Jasper Roberts - Blog

11:50 20.03.2017
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად.

 

20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელს მსოფლიოში და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს.

 

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიეძღვნება ფრანგულენოვან კონკურსებს, რომლებსაც ყოველწლიურად ვთავაზობთ ფრანგულენოვან პუბლიკას. ფრანკოფონია 2017-ისთვის, რომლის თემატიკაა ციფრული სამყარო, ახალგაზრდა ქართველ ფრანკოფონებს შეეძლოთ ისეთ ინდივიდუალურ თუ საკლასო კონკურსებში მონაწილეობა, როგორიცაა :

 

- სანიშნის ან გიფების შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვის გამოყენებით

- ესეს დაწერა ციფრული სამყაროს თემატიკაზე

- ლოგოს შექმნა საქართველო-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით

- ვიდეოს შექმნა შვეიცარიის წარსადგენად

 

ფრანგული ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოება შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის, ბ-ნი ლუკას ბეგლინგერის, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ბ-ნი დიდიე ლერუას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს მოადგილის, ქ-ნი ლია გიგაურის თანდასწრებით.

 

ღონსძიების მსვლელობისას ასევე დასახელდება იმ ფრანგული ენის პედაგოგთა ვინაობა, რომლებიც 2017 წელს საფრანგეთში გაივლიან სტაჟირებას. ღონისძიება გაიმართება 20 მარტს 15 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითAრების ეროვნულ ცენტრში (გლდანი, გმირ კურსანტთა ქ.1) 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge