Powered by Jasper Roberts - Blog

11:38 20.03.2017
შსს-მ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული გ.რ. ნარკოდანაშაულისთვის  თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღეს.


როგორც შსს-მ "ჯორჯიან თაიმსს განუცხადა" ,დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge