Powered by Jasper Roberts - Blog

10:59 20.03.2017
"თქვენ ხართ მანიპულატორები",-გიორგი ვოლსკი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს

"თქვენ ხართ მანიპულატორები", - ასე უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ, გადაცემა P.S.-ის ჟურნალისტს.  

 

P.S.-ის ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ღებულობენ გზავნილებს, რა საკითხზე გააკეთონ კომენტარები ჟურნალისტებთ და რაზე არა. მტკიცებულებად კი ჟურნალისტმა გიორგი ვოლსკის, 2016 წლის 27 მარტის მიმოწერა აჩვენა. დეპუტატმა დაადასტურა, რომ ასეთი სახის მიმოწერებს მართლაც ღებულობენ მთავრობიდან. 

 

P.S. - "ბატონებო, მოსკოვის მერის მიერ თბილისში საზეიმო ღინისძიების გამართვის ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ნუ გააკეთებთ მესიჯის მოსვლამდე", არის თუ არა ეს, რომ მთავრობა მიგითითებთ გაჩუმდეთ?


გ.ვ. აბსოლუტურად არა. ჩვენთვის ეს საკითხი შემდეგნაირად არის აწყობილი. ჩვენ ვეუბნებით მთავრობას, ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ, ისინი ამბობენ, სანამ არ ჩამოვყალიბდებით კომენტარს ნუ გააკეთებთ, შეკვეთას ვაძლევთ მთავრობას... 

 

P.S. - აქ ეს ნაწილი არ ჩანს... 


გ.ვ. არ ჩანს იმიტომ, რომ თქვენ ეს ნაწილი გაწყობთ. თქვენ რა ნაწილიც გაწყობთ... მანიპულატორები ხართ. ეს ინფოები ის კი არაა ვზივართ და ველოდებით რა მოგვივა. ჩვენ ვმონაწილეობთ ამ პოზიციის შემუშავებაში. ეს არის შეთანხმებული პოზიცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რომელიც ამ შემთხვევაში ერთი გუნდია. ეს ასე არ მუშაობს, როგორც თქვენ გინდათ წარმოადგინოთ. ეს კონსულტაციების საფუძველზე ხდება.

 

მე შეიძლება მესიჯი გავუგზავნო, მე შეიძლება ტელეფონით დაველაპარაკო, შეიძლება მივწერეო. თქვენ საიდან ამოიღეთ ეს ინფორმაცია ეს კიდევ საკითხავია.

ავტორ(ებ)ი : ipress.ge