Powered by Jasper Roberts - Blog

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მასშტაბსა და მნიშვნელობაზე კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა:„ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი, ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, ბოლო არჩევნები საქართველოში იყო გაყალბებული, ჩატარდა უხეში მანიპულაციების და ყველანაირად დაუშვებელი მეთოდების პირობებში და მან მოიპარა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილი ესხმის თავს ახლა ინტენსიურად საქართველოს ეკლესიას. ამის არდანახვა, რომ ის დგას ყველაფრის უკან, არ შეიძლება. ეს კაცი ანადგურებს ავტორიტეტებს, რუსთავი 2 იყო ერთ-ერთი მთავარი ამ ავტორიტეტებს შორის. 90-იან წლებში მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი, ასეთი რეიდერობით სხვა ბიზნესების. სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :