Powered by Jasper Roberts - Blog

21:06 19.03.2017
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართა. ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებთან 1 ქულის სხვაობით 7:8 დამარცხდნენ და ანთიმოზ ივერიელის თასი დათმეს.თუმცა რაგბი ევროპის წესებიდან გამომდინარე, 8 ქულაზე ნაკლები მარცხის შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. ქულები კი ორივე გუნდს გაუთანაბრდა, თუმცა უკეთესი ბურთების თანაფარდობის გამო 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი სწორედ ქართველ მორაგბეებს დარჩათ.

ინფორმაციას mysports.ge ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge