Powered by Jasper Roberts - Blog

20:48 19.03.2017
მარტინ შულცმა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა

ევროპარლამენტის ექსპრეზიდენტი მარტინ შულცი ბუნდესტაგის სექტემბრისთვის დანიშნულ არჩევნებზე ანგელა მერკელის მეტოქე ოფიციალურად გახდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 19 მარტს შულცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე ბერლინში, საკუთარი კანდიდატურა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა.ამავდროულად, 61 წლის შულცი არჩეულია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზიგმარ გაბრიელი შეცვალა. მარტინ შულცმა ყრილობის მონაწილეთა 100-პროცენტიანი მხარდაჭერა მიღო. „ვფიქრობ, ეს შედეგი დასაწყისი იქნება იმისა, რომ გერმანიის კანცლერის თანამდებობას დავიკავებ“, - განაცხადა მარტინ შულცმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge