Powered by Jasper Roberts - Blog

19:15 19.03.2017
ქართველი მორაგბეები რუმინეთის ნაკრებთან 8-7 დაამარცხდნენ

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული შეხვედრა რუმინელების გამარჯვებით დასრულდა.თამაში „ბორჯღალოსნების“ კარგი შეტევით დაიწყო, თუმცა რუმინელებმა მე-4 წუთის დასაწყისში დაცვაში ქართველების მიერ დაშვებული შეცდომის გამო პირველი ლელოს დადება შეძლეს. გარდასახვის შესრულება ვაიკუმ ვერ მოახერხა და ანგარიში 5:0 დარჩა.მე-10 წუთზე, შერკინების შემდეგ, რუმინელები დაჯარიმდნენ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა არაზუსტად შეასრულა და ანგარიში მე-11 წუთზე უცვლელი დარჩა. მე-19 წუთზე ვაიკუმ 45 მეტრიდან ქართველების კარში ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, მანვე მორიგი შერკინების დროს „ბორჯღალოსნების“ კვლავ დაჯარიმების შემდეგ, 28-ე წუთზეც ვერ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში ისევ 5:0 დარჩა.37-ე წუთზე, ქართველების აქტიური შეტევის შემდეგ, მერაბ შარიქაძემ პირველი ლელო დადო, კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ქართველი მორაგბეები 2 ქულით დაწინაურდნენ - ანგარიში 7:5 გახდა.შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლო წუთზე რუმინელებმა საკმაოდ ძლიერი შეტევის განხორციელება შეძლეს, ლელოს ხაზამდე მხოლოდ 1 მეტრი აცილებდათ, მაგრამ ქართველებმაც კარგად შეძლეს თავდაცვა და მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანაგარიშით 7:5 დასრულდა. შეხვედრის მე-2 ნახევარში, 52- წუთზე ისევ ვაიკუმ განახორციელა საჯარიმო დარტყმა, ამჯერად ზუსტად და მასპინძლები 1 ქულით გავიდნენ წინ - 8:7. 69-ე წუთზე რუმინელები დაჯარიმდნენ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ძელის მარცხენა მხარეს ააცილა, 73-ე წუთზე ურთულესი პოზიციიდან კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო დარტყმა განახორციელა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, შესაბამისად ანგარიში უცვლელი დარჩა. ბოლო წუთებზე, მეტოქის ნახევარზე სამჯერ გაიმართა შერკინება, მაგრამ ქართველებმა ჯარიმა ვერ მოიპოვეს. 81-ე წუთზე "ბორჯღალოსნები" თავად დაჯარიმდნენ, რუმინელებმა თამაში კიდეზე გადაიტანეს და მსაჯმა თამაშიც დაასრულა. ქართველები 1 ქულით 8-7 დაამარცხდნენ. 


guardian.ge

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge