Powered by Jasper Roberts - Blog

17:44 19.03.2017
19 წლის ქუთაისელი ბათუმის დარბევაში შემთხვევით მოხვდა - აცხადებს ადვოკატი

ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული გიორგი გუბელაძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა, პოლიციის ერთი ავტომობილის დაზიანების პროცესში ჩართული იყო. დავით ჯაფარიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "სისხლის სამართლის" კოდექსის 225-ე და 353-ე მუხლებით არის დაკავებული. "მე ვიცავ გიორგი გუბელაძეს. იგი 19 წლის ქუთაისელია. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, დაინახა ხალხმრავლობა და მივიდა. მას ქვების სროლაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მხოლოდ ერთი მანქანის დაზიანებაში იყო ჩართული. მას ბრალი წაუყენეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს და ასევე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც პოლიციელისთვის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, რასაც ადგილი არ ჰქონია. გიორგი გუბელაძეს არც ერთი პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია", - განუცხადა, ჟურნალისტებს დავით ჯაფარიძემ. 

11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველისთან მომხდარის გამო, სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში 9 პირი იმყოფება. მათი სასამართლო პროცესი დღეს 19:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge