Powered by Jasper Roberts - Blog

14:54 19.03.2017
გარდაიცვალა ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი და დამფუძნებელი გია ჭირაქაძე

გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი და დამფუძნებელი გია ჭირაქაძე! გია ჭირაქაძეს წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. შარშან, 21 სექტემბერს, 79 წლის აღსანიშნავად, შემოქმედებითი-საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელსაც თავად იუბილარი გია ჭირაქაძე გაუძღვა. კონცერტის შემდეგ კი ფილარმონიასთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს" წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge