Powered by Jasper Roberts - Blog

19:35 18.03.2017
CO-თი მოწამვლა ძალიან ჰგავს ციანიდით მოწამვლას, თუმცა ჟვანიას თემას აღარ ვქექავ

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმის დეტალებს ეხება და აცხადებს, რომ, შესაძლოა, ზურაბ ჟვანიაც ციანიდით მოწამლეს: „CO-თი მოწამვლა ძალიან ჰგავს ციანიდით მოწამვლას, მათი მოქმედების პრინციპი მსგავსია, უჯრედულ დონეზე იწვევს სუნთქვის მოშლას. ერითროციტები ჟანგბადს ვეღარ იერთებენ, ქსოვილები იხრჩობა, გვამს დამახასიათებელი ელფერი დაჰკრავს. თუმცა, ჟვანიას თემას აღარ ვქექავ, მგონია, რომ ეს საქმე ან დაიხურა, ან სულ ღიად დარჩება და არა იმიტომ, რომ ვერ გამოიძეს, უბრალოდ, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მომხდარის გამოაშკარავების ნებას არ იძლევიან!" - განაცხადა ნიკოლეიშვილმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge