Powered by Jasper Roberts - Blog

18:25 18.03.2017
მოსამართლეობის კანდიდატი ლევან ბოძაშვილი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი საქმიანობას, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ლევან ბოძაშვილი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა დიპლომატიურ პოზიციაზე განიხილება, ადასტურებენ თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, კონკრეტულად რა თანამდებობაზეა ის წარდგენილი. „გიდასტურებთ, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა განიხილება დიპლომატიურ პოზიციაზე“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზეა წარდგენილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბოძაშვილი მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს იტყვის, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge