Powered by Jasper Roberts - Blog

16:21 18.03.2017
პარიზში პოლიციელსა და „ორლის“ აეროპორტში სამხედროს ერთი და იგივე პირი დაესხა თავს

პარიზში პოლიციელზე და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის 2 წევრი - მამა და ძმა საფრანგეთის პოლიციამ ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა, - იუწყება ფრანგული გამოცემა Le Figaro. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, მსგავსი ტიპის საქმეზე სტანდარტული პროცედურა მიმდინარეობს. სამართალდამცველები თავდასხმის მოტივებს იძიებენ. დღეს, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა. ამ შემთხვევის შემდეგ,08:30 საათზე, „ორლის“ აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.

საფრანგეთის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ პარიზში პოლიციელსა და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge