Powered by Jasper Roberts - Blog

15:50 18.03.2017
ხატია დეკანოიძის შვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება.


როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, დაკავებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და ამასთანავე, მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.


„ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამ
ართლოს უკვე მიმართა“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. 


ხატია დეკანოიძის ვაჟი თორნიკე კოპალეიშვილი თბილისში დააკავეს.


მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 მარტს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge