Powered by Jasper Roberts - Blog

15:36 18.03.2017
„იქს ფაქტორის“ ჟიურის შემადგენლობა სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა - „უკეთესს ველოდი...“

„როგორც იქნა ❌ ფაქტორის ჟიური ცნობილია“!, ვკითხულობთ იქს ფაქტორის ფეისბუქგვერდზე. პროექტის მეოთხე სეზონის შესარჩევი ტური უკვე დაიწყო. ჟიურის ძველი შემადგენლობიდან ნიკა გვარამია აღარაა. მისი ადგილი ლელა წურწუმიამ დაიკავა.



ჟიურის შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ სოფო ნიჟარაძეს, სტეფანე მღებრიშვილს და გიორგი გაბუნიას.



სოციალურ ქსელში უკვე ეხმაურებიან პროექტის დაწყებას. როგორც ყოველთვის ამჯერადაც ჟიურის შემადგენლობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 


„უკეთესს ველოდი, ნიკას გარეშე ვერ წარმომიდგენია და დათო ფორჩხიძის“

„საქართველოს ფანოღის ჟიურის სურათს დებდით ალბათ და შეგეშალათ ჰო? თუ ნმადვილად „იქს ფაქტორის“ ჟიურია...“ 

„ვაიმეე, რა მაგარი ჟიურია, ბრავოო თქვენ“

„ყველაზე კარგი ჟიურია. ძალიან სწორი არჩევანია ლელა ჟიურიში... გამიხარდა“.

„აუ, კაი რა რა წურწუმია  ნიკა რატომ აღარ არის“

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge