Powered by Jasper Roberts - Blog

15:31 18.03.2017
"სააკაშვილი ფულს იხდის იმაში, რომ „ქართული ოცნება“ განდევნოს" - მამუკა არეშიძე

„სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთმა წევრმა უცებ შექმნა რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან" უნისონში მოქმედებენ", - ამის შესახებექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ისაუბრა. არეშიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფულს იხდის იმაში, რომ ხელისუფლება განდევნოს.  

 



„აშკარგად იგრძნობა, რომ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ დაწყებული ამ ტოტალური შტორმის უკან რაღაც ერთიანი შტაბი არსებობს! ეს ყველაფერი იმართება ან გარედან ანუ უცხოეთიდან, ანდა - შიგნიდან ... თუმცა, აქ შეიძლება, სხვადასხვა ძალებს შორის ინტერესთა თანხვედრასთანაც გვქონდეს საქმე. მაგალითად, გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა, ნაცებისგან განსხვავებული მიზნები და ინტერესები ჰქონდეს, მაგრამ მათი მოქმედება ამ ეტაპზე მაინც თანხვედრილია!

 

სააკაშვილი ფულს იხდის იმაში, რომ „ქართული ოცნება" განდევნოს. სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთმა წევრმა უცებ შექმნა რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან" უნისონში მოქმედებენ! ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებელი არაა, პირდაპირ სააკაშვილის გუნდისგან იღებდნენ ფულს. სააკაშვილსა და მის გუნდს შეუძლიათ, უცხოურ ფონდებთან „ჩაუწყონ საქმე" აქაურ არასამთავრობოებს და ასე გაუკვალონ გზა გრანტებისკენ! ესეც ხომ ირიბი დაფინანსებაა?!

 

საქართველოში არსებობს მთელი მიმართულებები, რომლებიც ერთგვარ დახურულ სექტებად ჩამოყალიბდნენ! თუ ამ სექტის წევრი არ ხარ, თქვენ ვერც კი მიეკარებით ამ მიმართულებებისთვის გამოყოფილ უცხოურ გრანტებს! ეს ხდება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ასევე იმავე ყბადაღებული სექსუალური  უმცირესობების დაცვის მიმართულებითაც. ნაციონალებს ძალიან დიდი კავშირები აქვთ უცხოურ ფონდებთან! აქ ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვინ რატომ იცავს  ლგბტ-ადამიანების უფლებებს- ფულის გამო თუ იდეების გამო! აქ მთავარი ის არის, რომ მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, ანუ იქმნება მთელი არმია, რომელსაც გარკვეულ დროსა და ვითარებაში გამოიყვანენ და აყვირებენ", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

 

ავტორ(ებ)ი : http://qartuliazri.ge/